ტემპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტემპერაცია – (ლათ. temperatio – სწორი შეფარდება, თანაშეზომილობა), ინტერვალური შეფარდების გაწონასწორება ბგერის სიმაღლებრივი სისტემის საფეხურებს შორის. ტემპერაციის მიზანია ინტერვალების, განსაკუთრებით, კვინტების, სიდიდის ოდნავი შეცვლა, მათ ზუსტ აკუსტიკურ სიდიდესთან შედარებით (ბუნებრივი ბგერათრიგის მიხედვით). ეს ცვლილებები საშუალებას იძლევა გამოიყენებოდეს სხვადასხვა სტრუქტურის ყველა აკორდი და ტონალობა ინტერვალების აღქმის დადგენილი ნორმების დაურღვევლად, ფიქსირებული სიმაღლის საკრავის კონსტრუქციის გართულების გარეშე. ტემპერაციის საჭიროებამ XVI-XVIII სს-ში იჩინა თავი. 12- საფეხურიან თანაბრად ტემპერირებულ წყობაში ყველა წმინდა კვინტა შემცირებულია 1/12 პითაგორული კომით, რის გამოც ოქტავა გაიყო 12 ნახევარტონად და ყველა ერთგვაროვანი ინტერვალი გახდა ერთნაირი სიდიდისა. პირველი მხატვრულად სრულყოფილი გამოყენება ამ წყობისა მოხდა ი.ს. ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირი“ს I ტომში (1722).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები