ტენზოგადამწოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტენზოგადამწოდი (ლათ. tensus დაძაბული, დაჭიმული და sen-sor გადამწოდი) – მყარი სხეულის დეფორმაციის ელექტრულ სიგნალში გარდამქმნელი. კონსტრუქციულად ის არის წვრილი მავთული, რომელიც ეკვრება გამოსაკვლევი დეტალის ზედაპირზე. კუმშვა-გაჭიმვის დეფორმაციისას ის იცვლის ელექტრულ წინაღობას, რაც აისახება სიგნალზე.
