ტენზორი აფინური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტენზორი აფინური – ტენზორი კოორდინატთა ნებისმიერ აფინურ სისტემაში, რომლის ინდექსებიც იყოფა ორ ჯგუფად (კოვარიანტულ და კონტრავარიანტულ ჯგუფად); ეს ინდექსები სხვადასხვა როლს ასრულებენ კოორდინატთა სისტემის გარდაქმნისას. აფინური ტენზორის აღნიშვნისას კონტრავარიანტულ ინდექსებს სვამენ ზევით, ხოლო კოვარიანტულს – ქვევით.