ტენტის სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tentis saxuravi.jpg

ტენტის სახურავი (ინგლ. awning roof) – ტენტისგან დამზადებული სახურავი, რომლის ქვეშაც წარმატებით შეიძლება განთავსდეს ზამთრის ბაღი, ბარი, საბანკეტო დარბაზი, სამზერი მოედანი, მობილური რესტორანი, სავაჭრო ცენტრი და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტი. სახურავის ასეთი კონსტრუქცია ეწყობა იმ ადგილებში, სადაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მონუმენტალური მშენებლობა დაუშვებელია. ტენტის სახურავით შესაძლებელია გადაიხუროს ნებისმიერი ფართობის მოედანი შესაბამისი საყრდენების მოწყობით. გამოირჩევა შესანიშნავი არქიტექტურული იერსახით, სიიაფით, მობილურობით. ძირითადად გამოიყენება თბილ ქვეყნებში, სადაც თოვლის დატვირთვა პრაქტიკულად არ არსებობს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები