ტეტრამერესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტეტრამერესი − (Tetrameres; ბერძნ. tetras ოთხი + meros ნაწილი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spirurata-ს ქვერაზმს.
Tetrameres fissispina (ლათ. fissim ნაპრალი + spina ქაცვი) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, მტრედის, გარეული ფრინველების ჯირკვლოვან კუჭში. სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრად არის გამოხატული. მამრის სხეული ძაფისებრი ფორმისაა, სიგრძეში – 4 მმ-მდე. მდედრის სხეულს სფეროსებროვალური ფორმა აქვს, ხოლო თავისა და კუდის ბოლოები – წაწვეტებული. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – წყლის კიბოსებრები (გვერდმცურავები), რეზერვუარული მასპინძელი – კარჩხანა, ღორჯო, ფარფლწითელა და მდინარის სხვა თევზები. ფრინველის ტეტრამეროზის აღმძვრელი.