ტექნოლოგიური დუალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექნოლოგიური დუალიზმი - (technological dualism), კაპიტალინტენსიური მძიმე მრეწველობის შერწყმა სხვა დარგების შრომაინტენსიურ მეთოდებთან ჭარბი სამუშაო ძალის გამოყენების მიზნით. მძიმე მრეწველობის მოდერნიზაციისა და წარმოებრივი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში სხვა დარგები „ისრუტავენ“ ჭარბ სამუშაო ძალას.