ტექტონიკური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექტონიკური რუკა – (tectonic map), გამოსახავს დედამიწის ქერქის ტექტონიკურ აგებულებას, მისი განვითარების მდგომარეობას გეოლოგიური ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. დედამიწის ქერქის სტრუქტურული განვითარების უძველესი ეტაპის გამოსახვა ხდება პალეოტექტონიკურ რუკებზე. ტექტონიკური რუკები გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის საძიებო სამუშაოების დროს.