ტიკის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტიკის ხე – მაგარმერქნიანი ფოთლოვანი ჯიშის ხე. იზრდება ინდოჩინეთში, სუმატრასა და იავაზე. სიმაღლეში აღწევს 40 მ-ს. ზრდასრული ტიკის ხე დიამეტრია 1,2-1,8 მ. აქვს მკვრივი, მაგარი, მტკიცე, ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობის მერქანი, მსხვილი სასიამოვნო ტექსტურა, შეიცავს ეთეროვან ფისებს, გამოირჩევა მაღალი მედეგობით ბიომავნებლებისა და ნესტისადმი. გამოიყენება მშენებლობაში [მოსაპირკეთებელი ფიცრები, პარკეტი, კარისა და ფანჯრის კონსტრუქციები], საბაღე ავეჯის წარმოებაში, გემთმშენებლობაში (გემბანებისათვის), მსუბუქი ავტომანქანების სალონების გასაწყობად და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები