ტიტან-ტანტალ-ვოლფრამის კომპოზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიტან-ტანტალ-ვოლფრამის კომპოზიტი − ლითონკერამიკული მაგარი შენადნობების ერთ-ერთი სახეობა – სამფაზა კომპოზიტური მასალა მზადდება კობალტის მატრიცისა (შემკვრელით) და ვოლფრამის, ტანტალისა და ტიტანის კარბიდის შერევით (კობალტში შერეული მყარი ხსნარი სამი მეტალით). მიიღება კერამიკული მდგენელის, ტიტანის, ტანტალისა და ვოლფრამის ფხვნილების შერევით, დაწნეხითა და შეცხობით მაღალ ტემპერატურაზე. შემკვრელად გამოყენებულია კობალტი. ლითონების შერევა კერამიკულ ნაწილაკებთან უზრუნველყოფს მასალის ნაწილობრივ პლასტიკურობას.

კომპოზიტი ხასიათდება მაღალი სისალით, სიმტკიცით მაღალ ტემპერატურაზე, წინაღობით ჟანგვისადმი, აბრაზიული მდგრადობით, თბო და ცვეთამედეგობით; ყველა შენადნობისგან გამოირჩევა საჭრელი ინსტრუმენტის ნაწიბურის სიმტკიცით, ამიტომ დიდი გამოყენება აქვს ჭაბურღილების გახსნითი სამუშაოებისას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპოზიტი მიეკუთვნება დეფიციტური შენადნობების კატეგორიას, რადგან ძირითადი კომპონენტი – ვოლფრამი, რომელიც განსაზღვრავს კომპოზიტის მაღალ ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებს, თავის მხრივ ძლიერ დეფიციტური ნედლეულია. პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ მოლიბდენის შეცვლას ნიკელით, მაგრამ ასეთი შენადნობი უფრო მყიფე გამოდის და სიმტკიცეც ღუნვაზე ნაკლები აქვს, თუმცა მხურვალმედეგობის კუთხით უკეთესი მაჩვენებლები აქვს.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები