ტიტულესკუ ნიკოლაე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლაე ტიტულესკუ

ნიკოლაე ტიტულესკუ – (რუმ. Nicolae Titulescu; 4 მარტი 1882 — 17 მარტი 1941), რუმინეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

1916-18, 1920-21 – რუმინეთის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი. შედიოდა რუმინეთის დელეგაციაში პარიზის საზავო კონფერენციაზე 1919-20 ხელი მოაწერა ტრიანონის საზავო ხელშეკრულებას 1920 და სენ-ჟერმენის სამშვიდობო ხელშეკრულებას 1919;
1927-28 და 1932-36 იყო რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
1928-36 – რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ერთა ლიგაში, ორჯერ იყო (1930-31) არჩეული ერთა ლიგის თავმჯდომარედ, იყო მცირე ანტანტისა და ბალკანეთის ანტანტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 30-იან წლებში გერმანიაში ფაშისტური დიქტატურის დამყარების შემდეგ გამოდიოდა ევროპაში კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნის მოთხოვნით. ხელს უწყობდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას რუმინეთსა და სსრკ-ს შორის; რუმინეთის სახელით ხელი მოაწერა ლონდონის კონვენციას აგრესიის განსაზღვრის შესახებ 1931 მხარი დაეჭირა სსრკ-ის პოზიციას მონტრეს კონფერენციაზე 1936 რეაქციული ძალების ზემოქმედების შედეგად იძულებული გახდა გადამდგარიყო სამსახურიდან და დაეტოვებინა ქვეყანა. გარდაიცვალა კანში (საფრანგეთი).


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები