ტიხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტიხარი
1. საძგიდე, ძგიდე; ოთახის სივრცის გამომყოფი კედელი, რომელსაც კაპიტალური კედლისაგან განსხვავებით კონსტრუქციული დატვირთვები არ გადაეცემა;
2. შუა საუკუნეების არქიტექტურაში ხის კედელი კორიდორის ბოლოში, რომელიც, როგორც წესი, ამთავრებდა კორიდორს. ტიხარი შეიძლება იყოს: აგურის, ასაწყობი, ბადური, ბლოკის, გამყოფი, გასაწევი, ერთმაგი, თბოშეუღწევი, თიხაწნული, მზიდი, მონოლითური, მოფიცრული, მრავალშრიანი, პანელური, რკინა-აგურის, სამფენოვანი, ყრუ, წყალშეუღწევი, ხანძარსაწინაღო, ხისა და სხვა.