ტკეჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტკეჩის გათლა
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

ტკეჩი − გათლილი ანდა შუაზე გაყოფილი ახალგაზრდა ნედლი ხის გრძელი ანახეთქი. მას ცხელ წყალში ალბობდნენ, სხვა შემთხვევაში ცეცხლზე ახურებდნენ და მისგან გოდრებს, კალათებს და სხვა მისთანებს ქსოვდნენ. სქელი ტკეჩისაგან თხილამურებსაც აკეთებდნენ. ტკეჩის სისქე და სიფართე თავად საქსოვი ნივთის სახეობითა და საჭიროებით განისაზღვრებოდა. ტკეჩის მასალას თხილის, წყავის, წაბლის ხისგან ამზადებდნენ.




წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები