ტოლჩა (შენადნობი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოლჩა (შენადნობი) (ინგლ. pewter < შუაფრანგ. peutre < წარმომავლობა უცნობია) – ნაცრისფერი ჭედადი ლითონური შენადნობი. ტრადიციულად შედგება 85-99% კალისა და სპილენძის, სტიბიუმის (სურმა), ბისმუტის და ზოგჯერ ტყვიისაგან. იშვიათად გამოიყენება ვერცხლიც. არქეოლოგიური ძიების შედეგების თანახმად, ტოლჩა პირველად გამოყენებული იქნა ბრინჯაოს ხანაში ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ტოლჩისგან დამზადებული საგნები აღმოაჩინეს ძვ. წ. 1450 წლის ეგვიპტურ სარკოფაგში. თანამედროვე ტიპური ევროპული ტოლჩა შეიცავს 94% კალას, 5% ბისმუტსა და 1% სპილენძს (ტყვია საერთოდ ამოიღეს შენადნობიდან მომწამლავი თვისებების გამო, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ანტიკვარულ ნაკეთობებში). კალაზე დამზადებული ასეთი ნაკეთობები (ძირითადად ჭურჭელი) ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, რომსა და შემდეგ ევროპაში, ვიდრე ყოფაცხოვრებაში არ შემოვიდა ფაიფური, კერამიკა და მინა. XIX საუკუნიდან დღემდე ტოლჩისგან ამზადებენ (ჩამოსხმის გზით) ჩაიდნებს, მაღალყელიან დოქებს (საქართველოში ძირითადად გამოიყენება ღვინის ჩამოსასხმელად), სასანთლეებს, სანათურებს, სადგამებს, ნაკეთობებს მოვერცხლისათვის, სამკაულებს, სამშვენისებსა და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები