ტომსონ-ნაველი (ფორთოხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომსონ–ნაველი

ტომსონ-ნაველი – ფორთოხლის ჯიში წარმოადგენს ვაშინგტონ-ნაველის კლონს, რის გამოც ისინი ძლიერ გვანან ერთმანეთს, განირჩევა მხოლოდ ზოგიერთი თვისებით: ნაგალა ზრდით, გაშლილი ბურთისებრი კრონით, უეკლობითა და პატარა პოლიმორფიული ფოთლებით.

ნაყოფი საშუალოზე დიდია; ჭიპის სხვადასხვაობის გამო ცვალებადი ფორმისაა, სფეროიდურ-ბურთისებრი, ორივე ბოლოსაკენ წაწვრილებული უკუკონუსისებრი და სხვა. წონა 200–280 გრ. სიმაღლე 7,5–9,4 სმ; დიამეტრი 7,5–8,7 სმ. ფერი ტიპიური ნარინჯისა აქვს. ზედაპირი შიგრენისმაგვარია. ეთერზეთოვანი ჯირკვლები როგორც ზედაპირული, ისე ჩამჯდარიცაა, უკანასკნელნი უფრო დიდებია; ნაყოფის წვენი ჭიპიანია, ფუძე ნაოჭრკალიანია, დაბორცვილნაპირიანი და რადიუსებრივი ღარებით; არომატი ნაზი და სასიამოვნო აქვს, კანი – 0,7–0,4 სმ. სისქისა, ყვითელია, მკვრივი კონსინსტენციისაა, მწკლარტეა და სიმწარე თითქმის არ ემჩნევა, ქვედა ფენასთან მჭიდროდ შებმულია. გულის ღერძი უწესო ვარსკვლავისებრია, ამოვსებული და გაჭრისას იხევა. სეგმენტები არათანაბარია, მახვილსოლისებრი და საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთს შებმული. საწვნე უჯრედები მოკლე, მომსხო და თითისტარისებრია. წვენი მცირეა, მოყვითალო ფერისა, სასიამოვნო სიტკბოსი, კონსინსტენცია მომშრალოა, მარცვლოვანი. თესლი იშვიათი აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები