ტორაძე გულბათ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულბათ ტორაძეი

გულბათ ტორაძე – (14 ოქტომბერი 1928, თბილისი – 17 ოქტომბერი 2018, იქვე), მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი 2018-მდე.

1950 დაამთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1952 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. თბილისის კონსერვატორიაში მოღვაწეობას ეწეოდა 1953 -იდან. 1976-86, 1997-2001 იყო მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, 1968-73, 1992-96 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „ქართული სიმფონიური პოემები“ (1969), არის 30-მდე ნაშრომის ავტორი მათ შორის შ. მშველიძის სიმფონიური ნაწარმოებები „ზვიადაური“ და „მინდია“(1958), „იონა ტუსკია“ (1962), „საქართველოს კომპოზიტორები“(1968, 1973), „მუსიკალურ გზაჯვარედინებზე“ ( 1979), „ანასტასია ვირსალაძე“ (1981), „ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან“ (1998), „ოთარ თაქთაქიშვილი“ (2006), „დ. შოსტაკოვიჩი და ქართული მუსიკალური კულტურა“ (2006), „ქართული ფეხბურთი“ (1997), „მუსიკის სამყაროში“ (2010), „ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში“ (2013), „მოგონებები“ (2015); მონოგრაფიები: „ს. ცინცაძე“ (2012), „ე. ვირსალაძე” (2012) და სხვ. მისი ბიოგრაფია შესულია თბილისში და მოსკოვში გამოცემულ სხვადასხვა ცნობარებში, ლექსიკონებსა და მუსიკალურ ენციკლოპედიებში. დაჯილდოებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ (2016).

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები