ტრისტანი და იზოლდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრისტანი და იზოლდა– კელტური ფოლკლორული წარმოშობის გმირები, რომელთა მარადიული სიყვარული სიმბოლურად სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ძველი კელტი მგოსნების – ბარდების შექმნილი რომანი პირველად ფრანგმა ტრუვერებმა გადმოიღეს. XII საუკუნეში ფრანგულ ენაზე შემუშავებულმა პოემამ მალე სახელი მოიხვეჭა მთელ ევროპაში, ჩამოყალიბდა გერმანული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, ნორვეგიული, ჩეხური, პოლონური, ბელორუსული, ახალბერძნული ვერსიები. ამრიგად, ტრისტანისა და იზოლდას სახელები უჭკნობი, ჩაუქრობელი სიყვარულის სინონიმებად იქცნენ. მრავალრიცხოვანი ფრაგმენტებისა და ვარიანტების მიხედვით სიყვარულისა და სიკვდილის ეს ამბავი პროზაული სახით აღადგინა ფრანგმა მეცნიერმა ჟოზეფ ბედიემ. ამ უკანასკნელმა გ. ქიქოძის მშვენიერი თარგმანით ქართველ მკითხველამდეც მიაღწია 1925 წელს. კელტურ რომანს ტიპოლოგიური პარალელები მოეპოვება ქართულ ფოლკლორში ეთერიანის სახით.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • წიგნი ტრისტანისა ღა იზოლდასი, 1953;
  • მ. ჩიქოვანი, შუა საუკონეების სამი რომანის – „ტრისტან და იზოლდას“, „აბესალომ და ეთერის“ და „ვისი და რამინის“ ტიპოლოგიური ურთიერთობის პრობლემა. მაცნე, I, 1970, იგივე, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იაპონიაში კონგრესზე წაკითხული მოხსენების მიხედვით
  • მისივე ხალხური ვეფხისტყაოსანი, 1937;
  • გ. ინედაშეილი, ვისრამიანისა და ტრისტან-იზოლდას ურთიერთობისათვის, „მნათობი“, №1, 1942.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები