ტრიქოდინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიქოდინა – (ბერძნ. thrix, trichos თმა, ბეწვი + dine მორევი), ინფუზორიების გვარი; მიეკუთვნება Ciliata-ს კლასს. ტრიქოდინას სხეული მრგვალი ფორმისაა, დაფარულია წამწამებით. მას გააჩნია ერთი ციტოსტომი და მრავლობითი ვაკუოლი. ტრიქოდინაები პარაზიტობენ ზღვისა და მტკნარი წყლის თევზების კანსა და ლაყუჩებზე.