ტრიქოსტრონგილიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიქოსტრონგილიდები – (Trichostrongylidae; ბერძნ. thrix, trichos თმა, ბეწვი + strongylos ცილინდრული + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – ნემატოდების ოჯახი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს. ტრიქოსტრონგილიდები თმისებრი ნემატოდებია. მამრი ინდივიდისათვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული სასქესო ბურსა. პარაზიტობენ ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების და ამფიბიების კუჭსა და წვრილ ნაწლავებში. აღწერილია ტრიქოსტრონგილიდების ასამდე სახეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან გვარებს: Haemonchus, Nematodirus, Cooperia, Ostertagia, Trichostrongylus, Mecistocirrus, Marshallagia, Nematodirella, Hyostrongylus და სხვ. გეოჰელმინთები. ისინი მცოხნელთა ტრიქოსტრონგილიდოზების აღმძვრელებია. გავრცელებულია ყველგან.