ტრიქოცეფალუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიქოცეფალუსი (Trichocephalus; ბერძნ. thrix, trichos თმა, ბეწვი + kephale თავი) – ნემატოდების გვარი (ბეწვთავები); მიეკუთვნება Trichocephalidae-ს ოჯახს, Trichocephata-ს ქვერაზმს.
სახეობები:
- Trichocephalus suis (ლათ. ღორი) – პარაზიტობს შინაური და გარეული ღორების ბრმა ნაწლავში;
- Trichocephalus ovis (ლათ. ცხვარი) – პარაზიტობს წვრილფეხა და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, აქლემის, ირმის ბრმა ნაწლავსა და კოლინჯში;
- Trichocephalus skrjabini (აკად. კ. სკრიაბინის პატივსაცემად) – პარაზიტობს შინაური და გარეული მცოხნელების ბრმა ნაწლავსა და კოლინჯში;
- Trichocephalus vulpis (ლათ. მელია) – პარაზიტობს ძაღლის, მელიის, მგლის მსხვილ ნაწლავებში;
- Trichocephalus nutria (ლათ. ნუტრია) – პარაზიტობს ნუტრიას მსხვილ ნაწლავებში. გეოჰელმინთები.