ტურანდოტი (გოცი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტურანდოტი“ – იტალიელი დრამატურგის კარლო გოცის ფიაბა.

გოცის ყველაზე ცნობილი ფიაბაა „ტურანდოტი“ – „ჩინური დრამატული ტრაგი-კომიკური ზღაპარი“ (1762), რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა. „ტურანდოტი“ იყო გოცის პასუხი იმ კრიტიკოსებისადმი, რომლებიც მისი ფიაბების წარმატებას მათში ნიღბების და ფანტასტიკის არსებობით ხსნიდნენ. ამის მაგივრად, ახალ პიესაში, ჩნდება აღმოსავლური ეგზოტიკა. გოციმ მიმართა ძალიან ძველ სიუჟეტს: მოქმედება ხდება პეკინში, სადაც აღმოჩნდება პრინცი კალაფი. იმპერატორის ცივგულიანი ქალიშვილის პორტრეტის ნახვით მას შეუყვარდება იგი. მაგრამ ამ სიყვარულის გზაზე წარმოიქმნება წინააღმდეგობები: ტურანდოტი კაცთმოძულეა და საკუთარი თავისუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელის მოსურნე პრეტენდენტებს სამ ამოცანას სთავაზობს. იმპერატორმა ალტოუმმა დაიფიცა, რომ მოჰკვეთს თავს ყველას, ვინც ამოცანებს ვერ ახსნის. კალაფი გამოიცნობს პრინცესას ამოცანებს და მისი რისხვის თავიდან ასაცილებლად, თავად სთავაზობს პრინცესას ამოცანებს. ტურანდოტი სწორ პასუხებს იძლევა. პრინცი მზად არის თავი მოიკლას, მაგრამ ტურანდოტი ნებდება – მას შეუყვარდა ყმაწვილი კალაფი და მზად არის ცოლად გაყვეს.

ამ პიესაში გოცი ყურადღებას უთმობს არა გარე მოვლენებს, არამედ პერსონაჟების ხასიათების დამუშავებას. აღმოსავლური ეგზოტიკა მხოლოდ ფონია წინააღმდეგობრივი ვნებების გამოსახატავად, რომელთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ პიესის გმირები. შესაძლოა, სწორედ ამის გამო მიაპყრო ყურადღება ამ ზღაპარს გამოჩენილმა საბჭოთა რეჟისორმა ევგენი ვახტანგოვმა. მისი სპექტაკლი „პრინცესა ტურანდოტი“ საბჭოთა თეატრის ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გვერდია.


ლაშა ჩხარტიშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები