ტურინის ხელშეკრულება 1860
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტურინის ხელშეკრულება 1860 – შეთანხმება სარდინიის სამეფოს (პიემონტი) და საფრანგეთს შორის, ხელი მოეწერა 24.III ტურინში (იტალია) კ. კავურსა და შ. ფარინის (სარდინია), შ. ტალეირანსა და ვ. ბენედეტის (საფრანგეთი) შორის.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა სავოიისა და ნიცის გადაცემას საფრანგეთისათვის. თავის მხრივ, საფრანგეთი ცნობდა ცენტრალური იტალიის სახელმწიფოების სარდინიის სამეფოსათვის შეერთებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ციურიხის ხელშეკრულების (1859) პირობებს.
წყარო