ტუფიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტუფიტი – ვულკანოგენურ-დანალექი ქანი, რომელიც შედგება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი (წიდა, ფერფლი, პემზა, ქანის ნატეხები) და მასთან შერეული დანალექი (10-50%) მასალისაგან. ნატეხები შეცემენტებულია კარბონატული ან თიხოვანი მასით. გამოიყენება საშენ მასალად.