უდარდელი ბიჭები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„უდარდელი ბიჭები“ – ნახევრად სამოყვარულო ფრანგული კომედიური თეატრალური ორგანიზაცია. შეიქმნა პარიზში მე-14 საუკუნის ბოლოს. აგრძელებდა შუასაუკუნეების კორპორაცია „სულელების“ ტრადიციებს („უდარდელი ბიჭები“ თავის წრეში ირჩევდნენ „სულელების უფლისწულს“ და „სულელთა დედას“). მათი მასხარული ჩაცმულობა იყო ყვითელ-მწვანე ფერის, ეჟვნებიანი წამოსასხამით და წაწვეტებული ჩაჩით, რომელზეც დამაგრებული იყო ვირის ყურები. „უდარდელმა ბიჭებმა“ შექმნეს თავისებური სატირული ლიტერატურული ჟანრი – სოტი.