უზბეკური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Uzbekuricxvari.PNG

უზბეკური ცხვარი - ცხვრის ჯიში. გავრცელებულია ტაჯიკეთში, მაგრამ, ვინაიდან ის მოაშენეს უზბეკებმა, ტაჯიკეშთი მას უზბეკურს უწოდებენ. ამ ჯიშს, სხვა დანარჩენ ჯიშთა შორის, საკმაოდ განცალკევებული ადგილი უჭირავს და, თუმცა, ზუსტად არ არის ცნობილი მისი წარმოშობა, უეჭველია, რომ ის დუმიანი ცხვრის საერთო ფესვს ეკუთვნის. შესანიშნავია თავისი ტანადობით. ამ მხრივ, აღემატება კულტურული ჯიშებიდან ყველაზე უფრო მსხვილს ლინკოლნურს (ინგლისური ჯიშია). 4 წლის ნერბი საშუალოდ 92 კილოგრამს იწონის, ყოჩების ცოცხალი წონა საშუალოდ, 132 კილო გრამია.

ადრეული ჯიშია, ექვსთვიანი თოხლი ცოცხალი წონით 56 კილოგრამს აღწევს. პროდუქტიულობის მიმართულებით მეხორცულსაქონოა. იძლევა 12-16 კილოგრამ გარეთა და შიგნითა ქონს. კარგად ნაკვები ჭედილების ცოცხალი წონა 162 კილოგრამს აღწევს და დაკვლის შემდეგ 64 კილოგრამ ქონს იძლევა. მატყლი მეტად მქისეა, ხარისხით, მქისემატყლიანთა შორის ყველაზე მდარეა, შედგება თივთიკის, მქისე ბეწვისა და აგრეთვე მშრალი და მკვდარი ბეწვისაგან. განძის წონა ნერბებში 2 - 2,5 კილოგრამია, ყოჩებში 2,5-3 კილოგრამი. ორჯერ იპარსება. 1934 წელს ტაჯიკეთში დაარსდა უზბეკური (ჰისარული) ცხვრის სახელმწიფო ჯიშთსაშენი, რომლის მოქმედების რაიონებია შახრიჰაუ, იანგი-ბაზარი, ფაიზაბადი, რეგარი და ვაზოპი.

მეხორცულ-საქონო მიმართულების ცხვარი, დუმიანი ცხვრის სახელითაც არის ცნობილი და გავრცელების რაიონების მიხედვით სხვადასხვა სახელი აქვს. მისი სამშობლო სამხრეთ-დასავლეთი აზიაა. აქედან გავრცელდა შუა აზიის უზარმაზარ ტერიტორიაზე. უკრაინის სამხრეთ ნაწილში მას ჩუნტუკს უწოდებენ, ჩრდილო კავკასიაში, ხშირად, მანიჩურის ან ყარა-ნოღაურის სახელით არის ცნობილი, ყალმუხეთში ყალმუხურის, ყირგიზეთში ყირგიზულის, ყაზახეთში ყაზახურის, თურქმენეთში თურქმენულის, უზბეკურის ან ჰისარულის სახელით და სხვ.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები