უნივერსალური თავდაცვის ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უნივერსალური თავდაცვის ზონა – წყლიანი (ზღვა, მდინარე, ტბა) რაიონი და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ეწყობა საბრძოლო მოქმედებები და ღონისძიებები ხომალდების შენაერთების (ჯგუფების) ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად ზღვით გადასასვლელზე, საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონში ან ბაზირების პუნქტში.

უნივერსალური თავდაცვის ზონაში გათვალისწინებულია ყველა სახეობის თავდაცვის და დაცვის, აგრეთვე დაზვერვის, შენიღბვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოება დაცვის ძალებით და დასაცავი ხომალდებით. უნივერსალური თავდაცვის ზონა იყოფა შორეულ, ახლო და თვითდაცვის ზონებად.

თავდაცვის შორეული ზონა განკუთვნილია მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად, მის შესახებ შენაერთების ინფორმირებისათვის, საბრძოლო მასალების შემცველთა გასანადგურებლად და შენაერთებზე დარტყმების მიყენების გასართულებლად. მასში მოქმედებენ ტაქტიკური დაზვერვის, რადიოლოკაციურ მზირთა ჯგუფები, ცალკეული ნავსაწინააღმდეგო წყალქვეშა ნავები, ხომალდების სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფები, ნავსაწინააღმდეგო და მოიერიშე ავიაცია.

თავდაცვის ახლო ზონის დანიშნულებაა, გაანადგუროს თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, კატარღები, შეტევაზე გადმოსული შენაერთები, მათ მიერ გამოშვებული რაკეტები, მართვადი ავიაბომბები და ტორპედოები. ასევე ეძებოს ნაღმები შენაერთების მარშრუტზე დამრტყმელი ჯგუფის ხომალდების, საძიებო-დამრტყმელი ჯგუფის ხომალდების, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავების (ვერტმფრენების) და სახომალდო (სავერტმფრენო) მტრალავი ჯგუფების ძალებით.

თვითდაცვის ზონა განკუთვნილია მოწინააღმდეგის რაკეტების, მართვადი ავიაბომბების, ტორპედოების, თვითმფრინავების, წყალქვეშა ნავების და კატარღების, აგრეთვე ნაღმების გასანადგურებლად შენაერთების ხომალდების საცეცხლე საშუალებებით, მტრალავებითა და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები