ურელსო ტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურელსო ტრანსპორტი – პერიოდული მოქმედების სატრანსპორტო მანქანა, რომელიც გადაადგილდება რელსების გარეშე. პირობითად ურელსო ტრანსპორტი შეიძლება იყოს შიდასაამქრო (ტვირთების გადატანა საამქროს, საწყობის ტერიტორიაზე, დასატვირთ-გადმოსატვირთ მოედნებზე და ა.შ.) და შიდა-საქარხნო (ტვირთების გადატანა ქარხნის ტერიტორიაზე საამქროებს შორის, დასატვირთ და გადმოსატვირთ პუნქტებს შორის, კარიერებიდან საამქროებამდე და ა.შ.). ურელსო ტრანსპორტის მოძრავ შემადგენლობებს მიეკუთვნება: ხელისა და თვითმავალი ურიკები, სატვირთო მოტოროლერები, ელექტრო- და ავტოსატვირთელები, ავტოსაწევრები მისაბმელით, თვითსაცლელი ავტომობილები, მიწასაზიდი ავტომობილები, ელექტრო ავტო-საწევრები დისტანციური მართვით, დიზელ-ტრალერმზიდები და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები