უსაფრთხოების ხელშეკრულება 1951
„უსაფრთხოების ხელშეკრულება“ 1951 – ხელი მოეწერა სან-ფრანცისკოში 8.IX. დაიდო განუსაზღვრელი ვადით. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ იყო ერთ-ერთი პირობა საზავო ხელშეკრულების დადებისა.
„უსაფრთხოების ხელშეკრულება“ და სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულება ერთდროულად შევიდა ძალაში 28.IV.1952. „უსაფრთხოების ხელშეკრულებით“ გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი აშშ-სა და იაპონიას შორის, აშშ-მა მიიღო უფლება განელაგებინა იაპონიის ტერიტორიაზე, ისევე როგორი სამხედრო ოკუპაციის პერიოდში, თავისი შეიარაღებული ნაწილები და გამოეყენებინა ისინი თავისი შეხედულებისამებრ შორეული აღმოსავლეთის ნებისმიერ რაიონში ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთვე საკუთრივ იაპონიაში შინააშლილობისას. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ ართმევდა იაპონიას აშშ-ის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე სახელმწიფოსათვის სამხედრო ბაზების მიცემის უფლებას. „უსაფრთხოების ხელშეკრულებამ“ ძალა დაკარგა 1960 ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ.