უსაფრთხო დაშორება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსაფრთხო დაშორება – უმცირესი მანძილი ბირთვული აფეთქების ცენტრიდან (ეპიცენტრიდან), ჩვეულებრივი აღჭურვილობის საბრძოლო მასალების აფეთქების ადგილიდან ან ჭურვების (ტყვიების) დაცემის წერტილებიდან ჯარების (ძალების), სამხედრო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების განლაგების ადგილამდე, სადაც არ ხდება პირადი შემადგენლობის დაზიანება, ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა და ობიექტების ნგრევა.

უსაფრთხო დაშორება დამოკიდებულია საბრძოლო მასალის მიტანის სიზუსტესა და დაზიანების რადიუსზე.

უსაფრთხო დაშორება ბირთვული აფეთქებების დროს განისაზღვრება დარტყმითი ტალღის, გამოსხივების და გამჭოლი რადიაციის ზემოქმედებისგან პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებიდან გამომდინარე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები