უსუპი (მცენარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უსუპი

უსუპი − (Hyssopus officinalis, სირიული მაიორანი Organium syriacum) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ოჯახი ტუჩოსანთა.

სამკურნალო უსუპი

სამკურნალო უსუპი (Hyssopus officinalis L.). ტუჩოსანთა ოჯახის ნახევრადბუჩქი, 90 სმ-მდე სიმაღლით, იზრდება ალტაიში, შუა აზიაში, ყირიმში, კავკასიაში. ყვავილები თეთრი, ვარდისფერი, ლურჯია, ზედა ფოთლების კუთხეებში კონებად განლაგებული. ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. მცენარის ასაკის მიხედვით ღალიანობა 1 ჰა-ზე 60-დან 290 კგ-მდეა. ერთ ადგილზე ხარობს 6—10 წელიწადს. სიცოცხლის მეორე წელს მცენარის ღალიანობაა 1 ჰა-ზე 277 კგ, სამი წლის მცენარისა — 405 კგ, მეოთხე წელს 789 კგ. საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი 1,5-დან 8 კგ-მდეა.


უსუპი – ბიბლიური მცენარე

უსუპი ბიბლიაში საკმაოდ ხშირად მოიხსენიება. მისი ებრაული სახელწოდებაა „ეიზოვ“-ი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მცენარე, წმინდა მიწაზე არ იზრდება წმინდა წერილში „ეიზოვ“-ში („უსუპ“-ში) გულისხმობენ ორეგანოს ანუ მაიორანს, რომელიც მცენარეთა იგივე ოჯახს განეკუთვნება, რომელსაც უსუპი („ეიზოვი“). გარდა იმისა, რომ უსუპი (მაიორანი) გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით, მას იყენებდნენ სამზარეულო საქმეში სხვადასხვა კერძების სანელებლად და ჩაის დასამზადებლად.


„აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს, ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მკვდარს, ან სამარხს მიჰკარებია“. (რიცხვნი 19, 18)




წყარო

ბიბლიური მცენარეები
მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები