უშტარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უშტარი – ფშაური ეთერიანის პერსონაჟის, აბესალომის დედის სახელი. უშტარი, ქმრისაგან განსხვავებით, არ თაკილობს გლეხის ქალის რძლად მოყვანას, შემდგომში კი დასნეულებულ შვილს სატრფოსთან ეგზავნება. უშტარი ნიშნავს ბრმას, უსინათლოს.
დ. წერედიანი
ლიტერატურა
ეთერიანი, ხალხური სიტყვიერება, IV, 1954.