ფაიფურის თეთრი თიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაიფურის თეთრი თიხა — უმაღლესი ხარისხის თეთრი თიხა. ბუნებაში არსებობს სხვადასხვა სახის და სხვადასხვა შეფერილობისა. იგი შეიცავს მრავალ შენარევს, რომლებიც აძლევენ ფერსა და ცვლიან მის თვისებებს, თეთრი თიხა თეთრ საღებავად იხმარება აკვარელში, იშვიათად წებოვან ფერწერაში, სადაც იგი ადვილად იქერცლება, კაზეინურ-კირიან ფერწერაში, ზოგჯერ ფრესკასა და მინერალურ ფერწერაში. იხმარება ქვეფენილის დასამზადებლად. ზეთის ფერწერაში თიხა უვარგისია, რადგან აქ იგი ზედაპირს ვერ ფარავს და ზეთთან ცუდად შრება. თეთრი თიხა ითვლება ძირითად მასალად მრავალ მინერალურ და ორგანულ საღებავ-ლაქებში.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები