ფართოკუთხიანი ობიექტივი (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფართოკუთხიანი ობიექტივი – ობიექტივი, რომლის მხედველობის კუთხე მეტია ნორმალური ობიექტივის მხედველობის კუთხეზე. ფართოკუთხიანი ობიექტივი გამოსახულებაში გადმოსცემს დიდ სივრცეს და პერსპექტიული შემოკლებები ძალიან საგრძნობია, რითაც იქმნება გამოსახულებაში სივრცის და სიღრმის ძლიერი ილუზია.