ფარნაკე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარნაკე I-ის მონეტა

ფარნაკე I − პონტოს მეფე ძვ.წ. დაახლოებით, 190-59. მისი მშობლიური ენა ბერძნულია, დინასტია კი ირანული წარმომავლობისაა.

ფარნაკე I-ის დროს დაიწყოს მცირე აზიის პოლიტიკური ინტეგრაცია, შავი ზღვის აუზის ქვეყნების პონტოსადმი დაქვემდებარება – სწორედ ეს იყო ამ მონარქის საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია; აღნიშნული კარდინალური ხაზი შენარჩუნებულია მითრიდატე VI ევპატორის ეპოქაში. ომი მცირე აზიაში ჰეგემონიისთვის ფარნაკე I-ის მარცხით დამთავრდა, პონტოსპირეთი ჩათრეული აღმოჩნდა აღნიშნულ პოლიტიკურ კატაკლიზმებში.

ძვ.წ. 179 მებრძოლ მხარეებს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. მისი ტექსტი შემონახულია ბერძენ ისტორიის პოლიბიოსთან. ფარნაკე I-სა და მის მოკავშირეს – მცირე სომხეთის „სატრაპ“ მითრიდატეს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, მცირე აზიის რიგ სახელმწიფოებს შორის დამყარებული მშვიდობის გარანტად სხვებთან ერთად გამოდიოდა ვინმე აკუსილოხი, რომლის უფლება ვრცელდებოდა სადღაც სომხეთსა და სარმატთა სამფლობელოებს შორის მდებარე სივრცეზე – კოლხეთში.

ფარნაკე I-ის დროს პონტოს სამეფო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა. იყენებდა რა სინოპელთა და ამისოელთა ტრადიციულ სავაჭრო კონტაქტებს კოლხეთთან, ფარნაკე I ალბათ, ცდილობდა ამ ქვეყნის საკუთარი პოლიტიკის ორბიტაში ჩართვას. სწორედ მის დროს შემუშავდა პონტოს საგარეო პოლიტიკის ის კარდინალური ხაზი, რომლის აქტიური გამტარებელი, მითრიდატე VI ევპატორი იყო – შავიზღვისპირეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა, ხოლო მისი განხორციელების ერთ-ერთი საფეხურს კოლხეთის ანექსია წარმოადგენდა. არაა ბოლომდე გარკვეული აკუსილოხის, ამ ჰიპოთეტური კოლხი ბასილევსის, პოლიტიკური სიმპათიები. წყაროთმცოდნეობითი ბაზის არსებული დონე გამორიცხავს ამ ასპექტით მეტად თუ ნაკლებად რეალური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები