ფარშავანგის ტახტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ფარშავანგის ტახტი – 1739 წელს სპარსეთის ნადირშაჰის მიერ ინდოეთიდან გატანილი დიდ მოგოლთა ოქროს ტახტი. მას შემდეგ იგი წარმოადგენდა ირანის მონარქიის სიმბოლოს. ფარშავანგის ტახტი დამზადებული იქნა XVII საუკუნეში მოგოლი იმპერატორისათვის შაჰ-ჯაჰანის მიერ. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ტახტი. ქვეშევრდომები უახლოვდებოდნენ მას ვერცხლის კიბეებით. ჰქონდა ძვირფასი ქვებითა და მინერალებით მორთული ოქროს ფეხები. ზურგი შემკული იყო მინანქრით, ოქროთი, ალმასებითა და ლალებით დამშვენებული ფარშავანგის ორი კუდით. ფარშავანგის ტახტის დამზადებისათვის დაიხარჯა ორი ტონა სუფთა ოქრო და ხუთ ტონაზე მეტი ლალის, ზურმუხტის და ალმასის თვალი. ირანში ამ სიმდიდრის გადატანას 21 აქლემი დასჭირდა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები