ფასდაკლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასდაკლება - (discount on a price, allowance off a price), სიტუაცია ბაზარზე, როდესაც გამყიდველი საქონელს საბაზრო ფასზე იაფად უთმობს მყიდველს გარიგების პირობებიდან გამომდინარე და არსებული ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ აქვს მიზნობრივი დანიშნულება. მაგ., ნაღდი ფულის გადახდის, მასობრივი, სერიული წარმოების საქონლის მიწოდების მოცულობის გადიდების შემთხვევაში, მუდმივ მყიდველებთან მყარი საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რეკლამისათვის, ახალი მყიდველის მიზიდვისათვის, ჩაწოლილი საქონლის გასაღებისათვის და ა.შ. ზოგ შემთხვევაში საქონლის ფასდაკლებით გაყიდვა ფარულად ხდება. ფასდაკლების ყველა სახეს თავისი პირობითი აღნიშვნები აქვს: მარტივი, რთული, დილერული, სეზონური, პროგრესული, სპეციალური და ა.შ. იგი გვიჩვენებს, რამდენად შეიცვალა ფასები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ზოგიერთ საქონელზე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები