ფასი საგარეო-სავაჭრო ხელშეკრულებებში
ფასი საგარეო-სავაჭრო ხელშეკრულებებში - (price in foreign trade) - ერთ-ერთი არსებითი პირობა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქონლის რაოდენობასა და ხარისხთან, მიწოდებისა და გადახდის ვადებთან და ა.შ. გამოიხატება ეროვნული ან საერთაშორისო ვალუტის ფულად ერთეულებში. სახელშეკრულებო ფასის დონე ყალიბდება გარიგების მონაწილეთაგან დამოუკიდებლად, ობიექტურ გარემოებათა გავლენით (საქონლის თავისებურებები, მისი კონკურენტუნარიანობა, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა, სავაჭრო პოლიტიკური პირობები, კონტრაჰენტთა ქვეყნებში სახელმწიფო რეგულირების თავისებურებები, ბაზრის მონოპოლიზაციის დონე და ა.შ.). მასზე გავლენას ახდენს აგრეთვე ბაზრის, კონტრაჰენტის, დროის, ადგილისა და ხელშეკრულების დადების წესის შერჩევა, ბაზრის კონიუნქტურის კომერციული ცოდნა, გამოცდილება და სხვ.