ფენოლოგიური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენოლოგიური რუკა – (phenological map), გამოსახავს ბუნებრივი მოვლენების სეზონურ დინამიკას (ფენოლოგიურ ფაზებს). განასხვავებენ: ფენოკლიმატურ, ფენოჰიდროლოგიურ, ფიტოფენოლოგიურ, ზოოფენოლოგიურ, აგროფენოლოგიურ, სამედიცინო-ფენოლოგიურ რუკებს, მაგალითად: ფენოკლიმატურ რუკებზე გამოსახავენ ტემპერატურების და ნალექების რაოდენობის სეზონურ ცვალებადობას; აგროფენოლოგიურ რუკებზე – სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ფაზებს, სამედიცინო ფენოლოგიურ რუკებზე – სეზონურ დაავადებებს და სხვ. სახვით საშუალებად იყენებენ იზოხაზებს. საქართველოს ეროვნული ატლასის (1964) აგროფენოლოგიურ რუკებზე მოცემულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ძირითადი ფაზების დადგომის ზონები და თარიღები. ამ ინფორმაციას დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები