ფენციკლიდინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენციკლიდინი - (ფ.ც.დ), (phencyclidine) – (PCP) ფსოქიაქტიური სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ, მასტიმულირებელ, ანალგეტიკურ და ჰალუცინატორულ გავლენას ახდენს. ფენციკლიდინი შემოვიდა კლინიკურ მედიცინაში, როგორც დისოცირებული ანალგეტიკური საშუალება, მაგრამ მალე უარი თქვეს მის გამოყენებაზე, რადგან ხშირად იწვევდა მწვავე სინდრომს დეზორიენტირებით, აჟიტაციით და დელირიუმით. ფ.ც.დ. იაფი და ადვილად სინთეზირებადი საშუალებაა, ამიტომ, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იგი გამოიყენებოდა როგორც არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალება. მისი მსგავსი მოქმედების მონათესავე პრეპარეტები შეიცავს დექსოქსადროლსა და კეტამინს.

არალეგალური გამოყენებისას ფ.ც.დ. შეჰყავთ პერორალურად, ინტრავენურად ან შესუნთქვის გზით. მაგრამ, ძირითადად, მისი შეყვანა ხდება მოწევის საშუალებით. მოქმედება იწყება 5 წუთის ფარგლებში და აწევა აქვს 30 წუთში. მწეველი განიცდის ეიფორიას, სითბოს, სასიამოვნო განმარტოების განცდას. შეიძლება განვითარდეს სმენითი და მხედველობითი ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური სიმპტომები, რაც დამოკიდებულია მიღებული ნივთიერების დოზაზე. ამ დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერტენზიას, ნისტაგმს, ატაქსიას, მანერულობას, დიზართრიას, ძლიერ ოფლიანობას, ჰიპერრეფლექსიას, ტკივილის შეგრძნების დაქვეითებას, კუნთების დაჭიმულობას, ჰიპერპირექსიას, ჰიპერაკუზიასა და კრუნჩხვებს.

ფენციკლიდინის მოქმედება საშუალოდ 4-6 საათის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ნარჩენი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე დღის და მეტი ხნის განმავლობაში. ინტოქსიკაციის სიმპტომების გაქრობის მომენტში შეიძლება განვითარდეს აგრესიული და თვითდესტრუქცირებადი ქცევები.

ფ.ც.დ.-მა შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი, ბოდვითი და აფექტური აშლილობები, ჰალუცინოგენების მსგავსად. შეუძლებელია იმის დადგენა, ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტი გამოწვეულია უშუალოდ ნივთიერების მოქმედებით, თუ ორგანიზმის წინასწარგანწყობით. დსკ მე-10-ის თანახმად, ფენციკლიდინის მიერ გამოწვეული დარღვევები კვალიფიცირდება როგორც ჰალუცინოგენების მიღებით გამოწვეული დარღვევები (F16)


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები