ფერადი ბეტონი − ბეტონი, რომელიც მიიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი პიგმენტის (ცემენტის მასის 8-10%) დამატებით (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები (ტუფი, წითელი კვარციტი, მარმარილო და სხვ.).
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი