ფერდობის ექსპოზიციის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერდობის ექსპოზიციის რუკა – (aspect map of slope, exposure map of slope), მიეკუთვნება მორფომეტრიული რუკების ჯგუფს. ფერდობის სივრცითი ორიენტაციის ერთ-ერთი მორფომეტრიული მახასიათებელი – ექსპოზიცია, გამოისახება გრადუსებში ან რუმბებში. განასხვავებენ ჰორიზონტის მხარეების მიმართ განლაგებულ რვა რუმბის ფერდობებს (ჩ, ჩა, ა, სა, ს, სდ, დ, ჩდ). რუკის გრაფიკული გაფორმებისათვის გამოიყენება რვა ფერი და ისარი, რომელიც ფერდობის დახრილობის მიმართულებას აღნიშნავს.