ფერმატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერმატა − (იტალ. fermata), ნიშანი, რომელიც მოთავსებულია ნოტის, პაუზის ზემოთ ან ქვემოთ და მიუთითებს შემსრულებელს გაზარდოს მათი გრძლიობა საკუთარი ნება-სურვილით. პარტიტურებში და საერთოდ მრავალხმიან მუსიკაში ფერმატა იწერება ერთდროულად ყველა ხმაში.