წიდა-სიტალის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილა წიდა-სიტალის-დან)
წიდა-სიტალის ფილა – ფილა, რომელიც მიიღება მეტალურგიული ბრძმედის წიდისაგან, მინის მართული კრისტალიზაციით. ასეთი ფილები გამოიყენება აგრესიული გარემოს პირობებში არსებული კედლების მოპირკეთებისათვის. გამოდის გვერდის ზომით 150-დან 600 მმ-მდე; სისქით 4-12 მმ.
