ფილიკოლისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფილიკოლისი – (Filicollis; ლათ. filum ძაფი + collum კისერი), ჰელმინთების გვარი; მიეკუთვნება Filicollidae-ს ოჯახს, Acanthocephala-ს კლასს.
Filicollis anatis (ლათ. anas იხვი) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გედის, სხვა წყალმცურავი ფრინველების წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის კიბო – Asellus aquaticus. ფრინველის ფილიკოლოზის აღმძვრელი.