ფილიპე II (ესპანეთის მეფე)
ფილიპე II – (ესპ. Felipe II, 21 მაისი 1527 — 13 სექტემბერი 1598), ესპანეთის მეფე ჰაბსბურგთა დინასტიიდან.
ტახტზე ავიდა მამის, კარლოს V-ის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თავისი იმპერია შვილებს გაუყო. ფილიპე II-ს ერგო ესპანეთი, ორივე სიცილიის სამეფო, ნიდერლანდი, სამფლობელოები ამერიკასა და აფრიკაში და ა.შ. განამტკიცა აბსოლუტიზმი, იყო ფანატიკოსი კათოლიკე. გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი, გააძლიერა ფეოდალური ჩაგვრა ნიდერლანდში, რითაც დააჩქარა ამ ქვეყანაში რევოლუცია. 1581 შემოიერთა პორტუგალია. 1588 უძლეველი არმადის დაღუპვამ ლახვარი ჩასცა ესპანეთის საზღვაო ძლიერებას. საფრანგეთში რელიგიური ომების დროს დახმარებას უწევდა კათოლიკეებს, ვიდრე 1595 ანრი ნავარელმა (შემდეგში საფრანგეთის მეფე ანრი IV-მ) არ დაამარცხა ესპანეთის ჯარები და არ აიძულა ფილიპე II ხელი აეღო საფრანგეთზე. გაუთავებელი ომები დიდძალ სახსრებს მოითხოვდა. სამჯერ (1557, 1575, 1598) გააკოტრა სახელმწიფო.