ფილიპე IV (ესპანეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე IV

ფილიპე IV – (ესპ. Felipe IV, დ. 8 აპრილი, 1605 — გ. 17 სექტემბერი, 1665), ესპანეთის, მეფე 162-დან, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, მის დროს სახელმწიფოს ფავორიტები განაგებდნენ. განსაკუთრებით დაწინაურდა გრაფი ოლვარესი.

1625 საფრანგეთი ჩაება ოცდაათწლიან ომში, მან ომი გამოუცხადა ესპანეთს. ფილიპე IV-ის არმიამ რამდენიმე სერიოზული მარცხი განიცადა ფრანგებთან. 1639 ფრანგების მოკავშირე ჰოლანდიელებმა სასტიკად დაამარცხეს ესპანეთის ფლოტი, ამავე პერიოდში პორტუგალიაში ვითარდებოდა ესპანეთისათვის არასასურველი მოვლენები. 1.XII.1640 პორტუგალიელ წარჩინებულთა შეთქმულებამ იფეთქა. აჯანყებულებმა დაიკავეს ესპანეთის მეფისნაცვლის სასახლე ლისაბონში და მეფედ იოანე IV დასვეს. ფილიპე IV-მ ვერ შეძლო სერიოზული ძალები დაეპირისპირებინა შეთქმულთათვის, ვინაიდან ამ დროს დიდმა აჯანყებამ იფეთქა კატალონიაში. 1059 პირენეს ზავის შემდეგ ესპანეთმა დიდის ტერიტორიები დაუთმო საფრანგეთს. 1065 ფილიპე IV იძულებული გახდა დე-იურე ეღიარებინა პორტუგალიის დამოუკიდებლობა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები