ფლუსი (ნივთიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლუსი (გერმ. fluss < fliessen დენა) – ნივთიერება (უმეტესად ნარევი) ორგანული ან არაორგანული წარმოშობისა, რომელიც გამოიყენება შედუღების პროცესში შესადუღებელი ლითონის ნაკეთობის ზედაპირიდან მჟანგავი ქიმიური ელემენტების მოსაცილებლად, ზედაპირული დაჭიმულობის მოსახსნელად, თხევადი სარჩილის განდენადობის გასაუმჯობესებლად და შედუღების ადგილის დასაცავად ატმოსფერული ზემოქმედებისაგან.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ფლუსის შემდეგი სახეები:

  • ტემპერატურული აქტიურობის ინტერვალის მიხედვით – დაბალტემპერატურული (450°C-მდე) და მაღალტემპერატურული (450°C-ზე მეტი);
  • გამხსნელის ბუნების მიხედვით – წყლიანი და უწყლო;
  • მოქმედების განმსაზღვრელი აქტივატორის ბუნების მიხედვით – დაბალტემპერატურული (კანიფოლური, მჟავური, გალოგენური, ჰიდრაზინური, ფთორბორული, ანილინური, სტეარინული) და მაღალტემპერატურული (გალოგენური, ბორ-ნახშირმჟავური);
  • მოქმედების მექანიზმის მიხედვით – დამცავი, ქიმიური მოქმედების, ელექტროქიმიური მოქმედების, რეაქტიული;
  • აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით – მყარი, თხევადი, პასტისმაგვარი.


  • შავი ლითონების შესადუღებლად გამოიყენება აქტიური (ცინკის ქლორიდი) და საშუალო ან მცირე აქტივობის (ამონიუმის ქლორიდი) ფლუსი;
  • ალუმინის შენადნობებისათვის – მრავალკომპონენტიანი სარჩილი, რომელშიც შედის თუთია, კადმიუმი, ბისმუტი და სხვა მეტალები, აგრეთვე ბინარული ორთოფოსფორის კონცენტრირებული მჟავა;
  • უჟანგავი ფოლადებისათვის – ორთოფოსფორის მჟავა;
  • მაღალტემპერატურული რჩილვისათვის – ბორის მჟავას, ბორაკის, ბორის ანჰიდრიდის, სპილენძის, ბრინჯაოს, თითბრისა და სხვა ფლუსი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები