ფოთის საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო ხედი

ფოთის საკათედრო ტაძარი (ინგლ. Poti Cathedral) – ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ბიზანტიური არქიტექტურული სტილის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ქ. ფოთში.

ტაძრის შესასვლელი
ინტერიერი

აგებულია 1906-1907 წლებში. არქიტექტორები ა. ზელენკო და რ. მარფელდი. ის კონსტანტინოპოლში მდებარე აია სოფიას ტაძრის შემცირებულ ასლს წარმოადგენს. ტაძარი 2000 მლოცველს იტევს. ინტერიერი გამოირჩევა ჰაეროვნებით, სიმსუბუქითა და კარგად განათებული დიდი სივრცით. შესასვლელის სამთაღიანი პორტიკი საზეიმო განწყობილებას ქმნის და არქიტექტურულად კარგად არის შერწყმული ნაგებობასთან.


ტაძრის აშენებაში დიდი წვლილი ქალაქის თვითმმართველობამ შეიტანა, რომელსაც ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე მეთაურობდა. ტაძრის ორნამენტები და ბარელიეფები აღებულია საქართველოსა და ტრაპიზონის მთებში არსებული ქართული მონასტრებიდან. ტაძარს სამი კანკელი გააჩნდა, კანკელის უმთავრეს ხატებს შორის სამი ხატი წმინდა ნინოს, წმ. ანდრია პირველწოდებულის და წმ. დავით აღმაშენებლისა გახლდათ.


1932 წელს საკათედრო ტაძარი თეატრად გადააკეთეს და მხოლოდ 2005 წელს დაუბრუნდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები