ფოსგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოსგენი (ბერძ. phōs სინათლე და genos გვარი) − ორგანული ნაერთი, უფერო შხამიანი აირი;

ქიმიური ფორმულა COCl2;
სიმკვრივე: აირად მდგომარეობაში (15°С) − 4,248 კგ/მ3 (ჰაერზე დაახლოებით 3,5-ჯერ მძიმეა);
თხევად მდგომარეობაში − 1432 კგ/მ3 (0°С);
თხევად მდგომარეობაში დუღილის ტემპერატურაზე (+8,3°C) − 1403კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა − −118 °C;
დუღილის ტემპერატურა − +8,3°C.

ცუდად იხსნება წყალში, კარგად − ბენზინში, ძმრის მჟავაში, ქლოროფორმში, ქსილოლში, ტოლუოლში. მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება გამხსნელების, საღებრების დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები