ფრანკლინი ბენჯამინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენჯამინ ფრანკლინი

ბენჯამინ ფრანკლინი – (ინგლ. Benjamin Franklin; დ. 17 იანვარი, 1706 — გ. 17 აპრილი, 1790), ამერიკელი განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი, თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი.

ფილადელფიაში დააარსა საკუთარი სტამბა (1727), ხოლო ინგლისურ კოლონიებში – პირველი საჯარო ბიბლიოთეკა (1731), შემდეგ აკადემია (1751), რომლებიც საფუძვლად დაედო პენსილვანიის უნივერსიტეტის დაარსებას. 1757-75 (1762-65 გამოკლებით) იყო ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების წარმომადგენელი ლონდონში. ჩრდილოეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა. აირჩიეს II კონტინენტურ კონგრესში. მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) მომზადებაში. 1776-85 – ელჩი პარიზში, მისი მონაწილეობითა და ხელშეწყობით დაიდო ამერიკა-საფრანგეთის ხელშეკრულება 1778 და ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) საზავო ხელშეკრულება 1783. რომელთა ძალითაც დიდმა ბრიტანეთმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა. ფრანკლინი მონაწილეობდა აშშ-ის კონსტიტუციის შემუშავებაში (1787) იყო მონობის კატეგორიული წინააღმდეგი, მის პოლიტიკურ შეხედულებებს საფუძვლად უდევს კონცეფცია ადამიანის უფლებებისა და საკუთრების ერთიანობის შესახებ.

მეცნიერული მემკვიდრეობა

ფრანკლინის მეცნიერული მემკვიდრეობა ელექტრობაში მოიცავს ელექტრული მოვლენების ზოგად თეორიას. ის ვარაუდობდა უნივერსალური „ელექტრული ნივთიერების“ არსებობას, რომელიც არ შეიძლება შევნიშნოთ ფიზიკურ სხეულებში როცა ისინი ნორმალურ პირობებში არიან.

სხეულები, რომლებიც ხახუნის ან მიახლოების შედეგად იძენენ ჭარბ „ელექტრულ სითხეს“, ფრანკლინის აზრით, დადებითად არიან დაელექტროებული; სამაგიეროდ, სხეულები რომლებსაც აკლიათ თავისი „ელექტრული სითხე“, უარყოფითად დამუხტული რჩებიან. ერთნაირად დაელექტროებული სხეულები ურთიერთგანეზიდებიან, სამაგიეროდ, საწინააღმდეგოდ დაელექტროებულები მიეზიდებიან. ფრანკლინმა დაამტკიცა, რომ ლეიდენის ქილის შემონაფენების მუხტები ერთმანეთის ტოლია, ნიშნით კი საწინააღმდეგო. ეს ასე ხდება: ელექტრული მუხტი, რომელიც გადაეცემა ქილის შიგა შემონაფენს მოქმედებს მინის მეშვეობით გარეთა შემონაფენზე, და თითქოს გამოდევნის ერთნაირი ელექტრული მუხტების (შიგა შემონაფენის მიმართ) ნაწილის გამტარით მიწისკენ.

მიწასთან განრთვის შემდეგ გარე შემონაფენი დამუხტულია უარყოფითად. ფრანკლინმა შემოიღო არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო მუხტების აღნიშვნა „+“ და „−“ ნიშნით. ფრანკლინი ახდენდა ლეიდენის ქილის განმუხტვას და მოჰყავდა იგი საწყის მდგომარეობაში მუხტების ნაწილობრივი გადაადგილებით ერთი შემონაფენიდან მეორეზე, ან შემონაფენთა მოკლე ჩართვის გზით. დააკვირდა ცდების დროს მიღებულ ნაპერწკლებს და დასაშვებად ჩათვალა, რომ ანალოგიური მოვლენები ბუნებაშიც ხდება. თავისი შეხედულებები ელვის ელექტრული ხასიათის შესახებ მან 1750 წელს წარუდგინა ლონდონის სამეფო საზოგადოებას, რომელმაც არ გამოაქვეყნა ეს ცნობა, რადგანაც არასერიოზულად მიიჩნია.

მიუხედავად ამისა ფრანკლინმა ჩაატარა ცდები ქაღალდის გველებზე, რითაც ამტკიცებდა, რომ ელექტრულ მუხტებს ჭექა-ქუხილის ღრუბლებიდან შეუძლიათ ნესტიანი თოკის გავლით დამუხტონ ლეიდენის ქილა. არ იზღუდებოდა ატმოსფერული ელექტრობის არსებობის დამტკიცებით, ფრანკლინმა წამოაყენა ელვის განმუხტვისგან დაცვის ეფექტური საშუალება გამტარით, რომელსაც ატმოსფერული ელექტრული მუხტები მიწისთვის უნდა გადაეცა, ე. ი. უბრალო მეხამრიდი.

ფრანკლინს თვლიან აგრეთვე მეხამრიდის შემქმნელად, თუმცა პირველი მეხამრიდი ფრანგმა დალიბარმა შექმნა 1752 წელს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები