ფრიგიული კილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიგიული კილომუსიკალური კილო, აგებული შემდეგი ფორმულით: ნახევარი ტონი-ტონი-ტონი-ტონი – ნახევარი ტონი-ტონი-ტონი, ფრიგიული კილოს ბგერათა რიგი ნატურალური მინორისაგან განსხვავდება უფრო დაბალი II საფეხურით, რომელიც ტონიკასთან ქმნის არა დიდ, არამედ პატარა, ე. წ. „ფრიგიულ სეკუნდას“. ფრიგიულ კილოს ტონიკიდან ზემოთ აქვს ყველა წმინდა და პატარა ინტერვალი და ამიტომ მუსიკალურ კილოებს შორის იგი ყველაზე მეტად მიისწრაფის ქვემოთ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები